ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

ანონსები

ინფორმატიკის, ინჟინერიის და მათემატიკის სკოლის ღონისძიებები ზუგდიდში
27 March 2018

30 მარტს, საქართველოს უნივერსიტეტის ინფორმატიკის, ინჟინერიის და მათემატიკის სკოლა ზუგდიდში მდებარე სამეგრელოს რეგიონულ ოფისში შემდეგ ღონისძიებებს გამართავს:

1. საჯარო ლექცია: „თანამედროვე ტექნოლოგიები და მეცნიერება“
ლექციის მსვლელობისას წარმოდგენილი იქნება ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სხვადასხვა ძირითადი კანონებისა და აღმოჩენების გამოყენებით მიღწეული ტექნოლოგიური წარმატებები და სიახლეები. ასევე ყურადღება დაეთმობა მომავლის ტექნოლოგიებს და მის სამომავლო პრაქტიკულ პერსპექტივებს.
ლექციას საქართველოს უნივერსიტეტის ინფორმატიკის, ინჟინერიის და მათემატიკის სკოლის დირექტორი- ბ-ნი კახაბერ თავზარაშვილი გაუძღვება
2. საჯარო ლექცია: „ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება“
ლექცია შეეხება ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების მნიშვნელობას და მის მოცემულობიდან სწორი დასკვნების გამოტანას. ასევე მონაწილეები გაეცნობიან დამაჯერებელი დასაბუთების ხერხებს.
ლექციას საქართველოს უნივერსიტეტის ინჟინერიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი- ბ-ნი ირაკლი ნოსელიძე გაუძღვება.
3. პრაქტიკული ვორქშოფი- შემეცნებითი ინფორმატიკა და ელექტრონიკა
მოსწავლეები შეძლებენ საკუთარი ხელით მარტივი ელექტრონული სქემების, კომპიუტერული ქსელების აწყობას, დრონის მართვას და გაეცნობიან ამ სქემების მუშაობის პრინციპებს.
შეხვედრას საქართველოს უნივერსიტეტის ინფორმატიკის, ინჟინერიის და მათემატიკის სკოლის სტუდენტი- ანი გოგია გაუძღვება.

თარიღი: 30.03.2018
დრო: 14:00 სთ
ადგილი: ქ.ზუგდიდი, საქართველოს უნივერსიტეტის რეგიონული ოფისი, გამსახურდიას 32

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი